ოთარ ფაცაცია
ოთარ ფაცაცია (დ. 15 მაისი, 1929, სოფელი ინგირი, ზუგდიდის რაიონი — გ. 9 დეკემბერი, 2021) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1993-1995 წლებში. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა ლენინგრადის ცელულოზისა და ქაღალდის მრეწველობის ინსტიტუტი…
პაატა კოღუაშვილი
პაატა კოღუაშვილი (დ. 5 სექტემბერი, 1956, ქუთაისი — გ. 7 ოქტომბერი, 2024) – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი…
კორნელი დანელია
კორნელი დანელია (დ. 15 ივნისი, 1934, სოფ. ნაჯახავო, მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 28 სექტემბერი, 1997) – ფილოლოგი, ენათმეცნიერი, ტექსტოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1981). დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის…
ვაჟა ჯამარჯაშვილი
ვაჟა ჯამარჯაშვილი (1943-2016) – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-თბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1967 წელს. გაიარა ასპირანტურის კურსი გ.მ. კრჟიჟანოვსკის სახელობის მოსკოვის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1971-1974წწ. –…
გიორგი ქავთარაძე
გიორგი ქავთარაძე (1945-2024) – არქეოლოგი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1967 წელს. ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1971 წელს. 1971-1972წწ. გაიარა წინა აზიის არქეოლოგიის სპეციალური…
რევაზ ხოფერია
რევაზ ხოფერია (დ. 14 მაისი, 1931, სენაკი ― გ. 25 აგვისტო, 1993, თბილისი) – გამომგონებელი, ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რევაზ ხოფერია ემსახურებოდა საქართველოში ჩაის გადამუშავების დარგის განვითარებას. თავისი შრომითი…
ნიკოლოზ სლოვინსკი
ნიკოლოზ სლოვინსკი (1903-1989) – საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, ხიდთმშენებელი, ტექნიკური მეცნიერების დოქტორი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1928 წელს. 1928 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ და საინჟინრო ნაგებობათა ინსტიტუტებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას; მისი უშუალო…
დამიანე გოგოხია
დამიანე გოგოხია (დ. 26 მაისი, 1919, სოფ. ქვემო ბარღები, გალის მუნიციპალიტეტი — გ. 4 მარტი, 2001, თბილისი) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი. საზოგადოება “ცოდნის” გამგეობის თავმჯდომარე. საქართველოს მინისტრთა საბჭოს…
ლეჟო ლასარეიშვილი
ლეჟო ლასარეიშვილი (1927-2004) – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1991). საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მრავალწლოვანი კულტურების განყოფილების სწავლული მდივანი; დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი 1949 წელს.…
ვალერიან კობახიძე
ვალერიან კობახიძე (1908-1997) – პედაგოგი, ფიზიკოსი. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს. 1956 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიური პრაქტიკის ხელმძღვანელად. დაკრძალულია…