კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მსახიობები

  • Home
  • გრიგოლ ფოჩხუა

გრიგოლ ფოჩხუა

გრიგოლ ფოჩხუა (1919-1965) საქართველოს დამსახურებული არტისტი. 1942-1944 წლებში სხვადსხვა პერიოდში მუშაობდა მარტვილის კულტურის სახლთან არსებულ დრამკოლექტივში, აგრეთვე აბაშის(1944-1946) და სოხუმის(1946-1952) თეატრებში. 1952-1953 წლებში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადის მსახიობია, ხოლო 1953…

ნატო გაბუნია

ნატო გაბუნია (1859-1910) – მსახიობი. ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ–ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ქალაქ გორში ხალხოსნების მიერ დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამატულ წრეში. 1879 წელს მიიწვიეს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში…

ჯემალ ღაღანიძე

ჯემალ ღაღანიძე (დ. 21 აპრილი, 1933, თბილისი — გ. 3 თებერვალი, 2023) – კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980). დაიბადა 1933 წლის…

შალვა ღამბაშიძე

შალვა ღამბაშიძე (დ. 29 ივლისი/1 აგვისტო, 1899, ზესტაფონი — გ. 18 მაისი, 1955, თბილისი)- მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1939). 1917 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თეატრალური განათლება მიიღო ჯაბადარის…

გივი გეგეჭკორი

გივი გეგეჭკორი (დ. 24 იანვარი, 1933, თბილისი-2002) – პოეტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1956 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა…

გოგი გეგეჭკორი

გოგი გეგეჭკორი (დ. 23 თებერვალი, 1923, თბილისი — გ. 11 მარტი, 2003, თბილისი) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1944 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში. ეკრანზე…

მიხეილ გელოვანი

მიხეილ გელოვანი (დ. 6 იანვარი, 1893, სპათაგორი — გ. 21 დეკემბერი, 1956) – მსახიობი, რეჟისორი. ცნობილი იყო სტალინის როლების შესრულებით. განათლება პეტერბურგში მიიღო. საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო კულტურულ ცხოვრებაში. 1912 წელს…

იზა გიგოშვილი

იზა გიგოშვილი (დ. 16 თებერვალი, 1938, თბილისი — გ. 2003) – მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). 1979 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. 1963 წელს დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის…

რამაზ გიორგობიანი

რამაზ გიორგობიანი (დ. 16 აპრილი, 1946, თბილისი — გ. 25 დეკემბერი, 1995) – მსახიობი, რეჟისორი და სცენარის ავტორი. დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. 1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის…

გაიოზ გოგიბერიძე

გაიოზ გოგიბერიძე (1922-2000) – საქართველოს სახალხო არტისტი. 1938-1941წწ. და 1943-1950წწ. იყო ბათუმის, ჩოხატაურის, ხულოს თეატრების მსახიობი; 1951-1956წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა, შემდეგ ქუთაისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.