კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • ნანა ცინცაძე

ნანა ცინცაძე

ნანა ცინცაძე (1947-2021) – მხატვარი-გრაფიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1971 წელს; სსრკ სამხატვრო აკადემიის თბილისის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო 1974 წელს. 1972-2005წწ. იყო თბილისის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნოს თანამშრომელი…

არჩილ ცაგარელი

არჩილ ცაგარელი (1913-1988) – ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს. 1939-1940წწ. ასწავლიდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1940 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის…

დავით ციმაკურიძე

დავით ციმაკურიძე (დ. 29 მარტი, 1925, ფოთი, ― გ. 8 მაისი, 2006, თბილისი) – პირველი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოდან. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირიდან. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე.…

მელიტონ  ცქიფურიშვილი

მელიტონ ცქიფურიშვილი (დ. 1884, სოფ. სიმონეთი ზესტაფონის რაიონი — გ. 16 ივნისი, 1927, კასპი) — ორთქმავლის მემანქანე. მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოში. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. შემდეგ საორთქმავლო დეპოშია და დიდი პატივისცემიტ…

იუსუფ ცივაძე

იუსუფ ცივაძე (1904-1964) – იურისტი და საზოგადო მოღვაწე დაიბადა ქ. ქობულეთში.ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაიგზავნა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში,საიდანაც ბათუმის გიმნაზიაში გადმოიყვანეს. 1923 წელს სწავლა…

ისკენდერ ცივაძე

ისკენდერ ცივაძე (1884-1967) – ,,ვეფხისტყაოსანი” ზეპირად იცოდა. ათეულობით ენას ფლობდა… სტამბოლსა და ქაიროში მიიღო იურდიული და სასულიერო განათლება. ფუფუნებაში ცხოვრება არ ინდომა, საქართველოში დაბრუნდა და მემედ აბაშიძეს ამოუდგა მხარში… 1916…

ალექსანდრე ცაგარელი

ალექსანდრე ცაგარელი (1844-1929) – ისტორიკოსი, ფილოლოგი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1856 წელს; სწავლობდა პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში 1867 წლიდან, მაგრამ მალე პეტერბურგის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გადავიდა; აგრეთვე სწავლობდა გერმანიაში 1968 წელს და…

ავქსენტი ცაგარელი

ავქსენტი ცაგარელი (დ. 21 თებერვალი , 1857, სოფ. დიღომი — გ. 25 აგვისტო , 1902, თბილისი) — დრამატურგი და მსახიობი. 1879 წლიდან იყო თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული დასის აქტიური წევრი…

ნიკო  ცხვედაძე

ნიკო ცხვედაძე (დ. 8 იანვარი, 1845, სოფ. სოჯინი (ცხინვალის რაიონი) — გ. 30 ოქტომბერი, 1911, თბილისი) — პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი,…

ვლადიმერ ცეცხლაძე

ვლადიმერ ცეცხლაძე (დ. 1888, სოფ. შემოქმედი, (ოზურგეთის რაიონი) — გ. 1930, თბილისი) – ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა სემინარია და უმაღლესი განათლების მისაღებად ხარკოვში გაემგზავრა. 190 მან 1907 წელს ფრიადზე…