კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • ოთარ ღუდუშაური

ოთარ ღუდუშაური

ოთარ ღუდუშაური (1925-1991) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა მსოფლიო ასოციაციის წევრი. დაამთავრა ქალაქ ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტი…

ჯანსუღ ღვინჯილია

ჯანსუღ ღვინჯილია (დ. 14 ოქტომბერი, 1940 — გ. 27 თებერვალი, 2001) — მწერალი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1965 წელს, 1982 წლიდან ჟურნალ „ცისკრის“…

ავთანდილ ღოღობერიძე

ავთანდილ ღოღობერიძე – ბასა (დ. 3 აგვისტო, 1922, სოხუმი — გ. 20 ნოემბერი, 1980, თბილისი) – ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა’ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის…

ნიკო ღოღობერიძე

ნიკო ღოღობერიძე (დ. 29 აპრილი, 1838, ქუთაისი — გ. 27 მარტი, 1911, თბილისი) – პედაგოგი, პუბლიცისტი. 1857 წელს დაამთავრა გიმნაზია. 1861 წელს წარმატებით დაამთავრა საუნივერსიტეტო კურსი და საპროფესოროდაც ამზადებდნენ, მაგრამ…

ჯემალ ღაღანიძე

ჯემალ ღაღანიძე (დ. 21 აპრილი, 1933, თბილისი — გ. 3 თებერვალი, 2023) – კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980). დაიბადა 1933 წლის…

შალვა ღამბაშიძე

შალვა ღამბაშიძე (დ. 29 ივლისი/1 აგვისტო, 1899, ზესტაფონი — გ. 18 მაისი, 1955, თბილისი)- მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1939). 1917 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თეატრალური განათლება მიიღო ჯაბადარის…

შალვა ღლონტი

შალვა ღლონტი (დ. 15 ოქტომბერი, 1912, ლანჩხუთი — გ. 2 ნოემბერი, 1970, თბილისი) – მეცნიერ-რუსთველოლოგი, პროფესორი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა ყაზბეგის რაიონის სოფელ სიონის სკოლაში, მაჩხაანის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში,…

ფელიქს ღლონტი

ფელიქს ღლონტი (1927-2012) – კომპოზიტორი, ხელოვნების მუშაკი. დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი 1953 წელს. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია; 1978-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია. უამრავი მუსიკალური ნაწარმოების ავტორია: 12 მონუმენტური…

ლევან ღლონტი

ლევან ღლონტი (1937-2014) საქართველოს დამსახურებული არტისტი და ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი. ლევან ღლონტი სამსახიობო კარიერის პარალელურად 24 წლის განმავლობაში ბათუმის დრამატულ თეატრს ხელმძღვანელობდა. იგი ასევე ,,ღირსების ორდენის“ კავალერი იყო. დაკრძალულია…

მიხეილ ღლონტი

მიხეილ ღლონტი (1904-1955) – გენერალ-ლეიტენანტი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მსროლელი კორპუსის შტაბის უფროსი, მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, დაჯილდოებულია 4 მედლით და 9 ორდენით. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.