უშანგი ხუმარაშვილი
უშანგი ხუმარაშვილი (1948-2023) – მხატვარი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1973 წელს. 1975 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მიღებული აქვს გრან-პრი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ქეთევან ხარაძე
ქეთევან ხარაძე (ჩხიკვიშვილი) (1932-2020) – სახელმწიფო კონსერვატორიის პიანისტი და პედაგოგი, პროფესორი. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
გრიგოლ ხავთასი
გრიგოლ ხავთასი (1903-1990) – ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. 1961-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე.…
თამაზ ხომერიკი
თამაზ ხომერიკი (1928-2015) – საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. დაამთავრა უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1953 წელს. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში; გაიარა გზა პასუხისმგებელი რედაქტორიდან ინსტიტუტის რექტორამდე; ათული წლების განმავლობაში…
რევაზ ხოფერია
რევაზ ხოფერია (დ. 14 მაისი, 1931, სენაკი ― გ. 25 აგვისტო, 1993, თბილისი) – გამომგონებელი, ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რევაზ ხოფერია ემსახურებოდა საქართველოში ჩაის გადამუშავების დარგის განვითარებას. თავისი შრომითი…
ნანა ხაზარაძე
ნანა ხაზარაძე (1931-2019) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს. 1957-1959წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა…
ვლადიმერ ხუბულური
ვლადიმერ ხუბულური (1908-1982) – გენერალ-მაიორი. დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1927 წელს; მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1939 წელს. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939-1940), დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის განთავისუფლებაში. დიდი…
პეტრე ხარისჭირაშვილი
პეტრე ხარისჭირაშვილი (დ. 1804, (1818) — გ. 1892, სტამბოლი) — აბატი პეტრა. სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სტამბოლის ქართული მონასტრის დამაარსებელი. პეტრე ხარისჭირაშვილი XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხეში დაიბადა, ერთი ცნობით 1804…
მინადორა ხოშტარია
მინადორა ხოშტარია (1881-1924) – აკაკი ხოშტარიას მეუღლე. ქალბატონი მინადორა თურქია-ხოშტარია 1924 წელს გარდაიცვალა ინფარქტით. დაკრძალულია დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე თეირანში. მისი ცხედარი 1932 წლამდე (აკაკის გარდაცვალებამდე) მუმიფიცირებული იყო ეგვიპტელი სპეციალისტების…
შერიფ ხიმშიაშვილი
შერიფ ხიმშიაშვილი (დ. 1829 — გ. 1892, პეტერბურგი) – დიდი თავადი, ზემო-აჭარის უკანასკნელი მთავარი, გენერალ-მაიორი, საზ. მოღვაწე, აჰმედ-ფაშას ძე. ბათუმისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა აჭარის ბეგების მიერ დაკავებულ პოზიციას. მათ…