კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: იანვარი 2025

  • Home
  • ხუტა  ბერულავა

ხუტა  ბერულავა

ხუტა ბერულავა (დ. 10 დეკემბერი, 1924, ზუგდიდი — გ. 27 სექტემბერი, 2004, თბილისი) — პოეტი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, შემდეგ მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტი (1952). იყო გამომცემლობა „ნაკადულის“…

ვახტანგ ბეწუკელი

ვახტანგ ბეწუკელი (დ. 22 სექტემბერი, 1916, სოფელი მაგრანეთი, თიანეთის რაიონი — გ. 20 ივნისი, 1971, თბილისი) – პოეტი, მთარგმნელი. 1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ…

მალხაზ ბეზარაშვილი

მალხაზ ბეზარაშვილი (1962-1991) – მწერალი და პოეტი. 1985 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1984 წლიდან 19 წლის ასაკში ჩაება ეროვნულ მოძრაობაში,რისთვისაც გარიცხეს კომკავშირიდან,დაითხოვეს ინსტიტუტის ანსამბლიდანაც კი. მიუხედავად დევნისა…

თამაზ ბიბილური

თამაზ ბიბილური (დ. 9 აპრილი, 1934, სოფელი ვაჩნაძიანი, გურჯაანის რაიონი — გ. 10 დეკემბერი, 1992, თბილისი) — მწერალი, დრამატურგი. 1956 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.…

თენგიზ  ბუაჩიძე

თენგიზ ბუაჩიძე (დ. 7 ნოემბერი, 1926, საჩხერე — გ. 16 მაისი, 1994, თბილისი) — ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972). 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.…

კიტა ბუაჩიძე

კიტა ბუაჩიძე (დ. 21 სექტემბერი, 1914, სოფ. ფარცხნალი, ხარაგაულის რაიონი — გ. 2000) — დრამატურგი. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.ამავე წელს იყო ეჭვმიტანილი ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობაში, რის…

ალექსანდრე ცაგარელი

ალექსანდრე ცაგარელი (1844-1929) – ისტორიკოსი, ფილოლოგი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1856 წელს; სწავლობდა პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში 1867 წლიდან, მაგრამ მალე პეტერბურგის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გადავიდა; აგრეთვე სწავლობდა გერმანიაში 1968 წელს და…

ავქსენტი ცაგარელი

ავქსენტი ცაგარელი (დ. 21 თებერვალი , 1857, სოფ. დიღომი — გ. 25 აგვისტო , 1902, თბილისი) — დრამატურგი და მსახიობი. 1879 წლიდან იყო თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული დასის აქტიური წევრი…

ჯემალ ჩახავა

ჯემალ ჩახავა (1940-2013) – მწერალი, პოეტი. მისი პოეტური დებიუტი შედგა 1965 წელს, როცა “ცისკარსა” და “განთიადში” პირველი ლექსები გამოაქვეყნა. არის ათი პოეტური კრებულის ავტორი, მათ შორისაა: “მიწავ, ნამიანო”, “განახლებული კოლხეთი”,…

ნიკო  ცხვედაძე

ნიკო ცხვედაძე (დ. 8 იანვარი, 1845, სოფ. სოჯინი (ცხინვალის რაიონი) — გ. 30 ოქტომბერი, 1911, თბილისი) — პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი,…