კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • მიხეილ მაჩაბელი

მიხეილ მაჩაბელი

მიხეილ მაჩაბელი (დ. 1858, თბილისი — გ. 1927, თბილისი) – აგრონომი. საშუალო განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში და ჩაირიცხა მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებული აქტიურად მოღვაწეობს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო,…

სერგი მაკალათია

სერგი მაკალათია (დ. 2 დეკემბერი, 1893, სეფიეთი, აბაშის მუნიციპალიტეტი – გ. 30 აპრილი, 1974, თბილისი) – ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1950). 1916 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1922…

ლეონარდ მძინარიშვილი

ლეონარდ მძინარიშვილი (1938-2022) – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერაბათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1961 წელს; ასპირანტური – 1964 წელს. 1964-1986წწ. – თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი: უმცროსი, უფროსი,…

იასონ მეცხვარიშვილი

იასონ მეცხვარიშვილი (დ. 1903, მერეთი — გ. 1977) — მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. 1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მათემატიკური განყოფილება. 1929-1932 წლებში მათემატიკის პედაგოგად მუშაობდა თბილისის მუშათა ფაკულტეტსა…

ვალერიან მეტრეველი

ვალერიან მეტრეველი (1917-2004) – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1956 წლიდან ვალერიან მეტრეველი ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრიფიკაციის მთავარ სამმართველოს. 1961-1974 წლებშისაქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო…

კონსტანტინე მეძველია

კონსტანტინე მეძველია (1907-1974წწ.) – ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, პროფესორი. 1926 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, ფილოლოგიის განხრით, რომელიც 1930 წელს წარჩინებით დაამთავრა…

ალექსანდრე ნამორაძე

ალექსანდრე ნამორაძე (დ. 18 აგვისტო, 1891, დაბა თიანეთი, — გ. 11 ივლისი, 1958, თბილისი) – ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).…

სულხან ნასიძე

სულხან ნასიძე (დ. 17 მარტი, 1927, თბილისი — გ. 21 სექტემბერი, 1996) – კომპოზიტორი და პიანისტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966), საქართველოს სახალხო…

შალვა ჭანკოტაძე

შალვა ჭანკოტაძე (დ. 24 იანვარი, 1902, გორი — გ. 21 თებერვალი, 1965, თბილისი) – სამხედრო-საჰაერო მოღვაწე, საბჭოთა ავიაციის გენერალ-მაიორი (1944). დაამთავრა სერპუხოვის საჰაერო სროლისა და ბომბდაშენის უმაღლესი სამხედრო სკოლა (1927).…

ივანე ნიკურაძე

ივანე ნიკურაძე (1894-1979) – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰიდროდინამიკის სპეციალისტი. ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1917 წელს. 1918 სწავლა დაიწყო თბილისში ახლად გახსნილი…