კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მეცნიერები

  • Home
  • ანრი რუხაძე

ანრი რუხაძე

ანრი რუხაძე (1930-2018) – ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი. ლომონოსოვის პრემიის ორგზის ლაურეატი. დაკრძალულია მოსკოვში. საფლავის სურათი აღებულია გვერდიდან.

დავით ლორთქიფანიძე

დავით ლორთქიფანიძე (დ. 18 მარტი 1905, სალხინო — გ. 11 თებერვალი 1992, თბილისი) ცნობილი მეცნიერი პედაგოგიკის დარგში, სსრ კავშირის პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1927…

ოთარ ქინქლაძე

ოთარ ქინქლაძე (1922-1992) – პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, 1963-1965წწ. საქართველოს კინემატოგრაფიის მინისტრი; 1971-1973წწ. შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი; 1976-1986წწ. საქართველოს განათლების მინისტრი; 1986-1991წწ. ჟურნალ “დროშის” მთავარი რედაქტორი. დაამთავრა თბილისის…

მიხეილ ბარათაშვილი

მიხეილ ბარათაშვილი (ბარათაევი) (დ. 25 იანვარი, 1784, ქალაქი სიმბირსკი, ― გ. 30 ივლისი, 1856, ბარატაევკა, სიმბირსკის გუბერნია) – ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი. 1820-1835 წლებში…

ფრიდონ სიხარულიძე

ფრიდონ სიხარულიძე (დ. 9 სექტემბერი, 1937, სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი — გ. 15 ოქტომბერი, 2010, თბილისი) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1956-1961 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1963-1965 წლებში…

იასონ მოსეშვილი

იასონ მოსეშვილი (დ. 1874, გუბი — გ. 1968, თბილისი) ქიმიკოსი, პროფესორი (1920). 1902 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება და დატოვებული იქნა ქიმიის კათედრაზე. 1919 წელს მოიწვიეს თბილისის…

იუსტინე აბულაძე

იუსტინე აბულაძე (დ. 5 აპრილი/17 აპრილი, 1874 სოფელი როკითი, ბაღდათის რაიონი — გ. 1 ივნისი, 1962, თბილისი) – ფილოლოგი, ირანისტი და რუსთველოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული…

გოგოთურ აგლაძე

გოგოთურ აგლაძე (1930-2014) საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი 1953 წელს. 1959–1963წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარიო სასწავლო–კვლევითი ინსტიტუტის…

დავით აგლაძე

დავით აგლაძე (დ. 18 (31) იანვარი, 1900, თბილისი ― გ. 7 აგვისტო, 1976) ზოოტექნიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1925), პროფესორი (1930). 1925 წელს დაამთავრა ჰალე-ვიტენბერგის (გერმანია) ზოოტექნიკური ინსტიტუტი. 1925–1947…

იური სიხარულიძე

იური სიხარულიძე (დ. 24 მაისი, 1927, გოგოლესუბანი — გ. 30 მაისი, 2022) ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სოფელ გოგოლესუბნის დაწყებითი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1938 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმის…